თურქმა მხატვარმა ვიჰიოტ ტუნამ თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში მდებარე ერთ-ერთი შენობის კედელზე ქალის 440 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამოკიდა. ხელოვნების ეს ინსპირაცია და 440 ფეხსაცმელი არის სიმბოლო და რიცხვი იმ ქალების, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი საკუთარმა ქმრებმა 2018 წელს მოკლეს.
როგორც ხელოვანი აღნიშნავს, თურქეთში ოჯახური ძალადობა ნაციონალური პრობლემაა.
“ჩვენ არ გვინდოდა, რომ ექსპოზიცია დახურულ სივრცეში მოგვეწყო, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ღია სივრცე, რომ ყველას ენახა” – აღნიშნა ვიჰიოტ ტუნამ თურქულ მედიასთან.