სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებული ადამიანები კანონის სიმკაცრით დასიჯებიან. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. მან დღეს მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. თურქეთის მთავრობა გადატრიალების მცდელობის მოწყობაში ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობა გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველებმა 3000-მდე სამხედრო პირი დააკავეს.