LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა

88

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა.

ერდოღანი მის პოლიტიკურ ოპონენტს სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობაში ბრალს დებს.
ფეთჰულა გიულენმა აღნიშნულ ბრალდებაში თანამონაწილეობა უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო.

აშშ-ს პრეზიდენტს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა პარასკევს ღამით იყო. მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოპულალურები