LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანში სამხედრო გადატრიალებაა

153
სუდანი

სუდანში სამხედრო გადატრიალებაა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ტელეკომპანია „ალ ჰადათი“ იტყობინება, სუდანის არმია საგანგებო განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ოფიცრების ჯგუფი სუდანის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის შენობაში შევიდა. ხართუმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტელეკომპანია „ალ ჰადათის“ ცნობით, ამ წუთებში დედაქალაქში სუდანის არმიის მეთაურების საგანგებო თათბირი იმართება, რომელსაც პრეზიდენტი ომა ალ-ბაშირი არ ესწრება.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან ჯავშანტექნიკის გადაადგილება მიმდინარეობს. ადგილობრივის მედია იწყება, რომ სუდანელი სამხედროები აპირებენ, ქვეყანაში დროებით სამხედროების მმართველობა გამოაცხადონ.

შეგახსენებთ, რომ სუდანში უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად პურის გაძვირებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირის გადადგომა მოითხოვეს. აქციების დარბევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები