LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

139
ქართველების სუდანიდან ევაკუაცია

სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა.

ამჟამად საქართველოს 33-ვე მოქალაქე ევაკუირებულია, თუმცა ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები არიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს დაბრუნდებიან.

„სროლა კილომეტრში ისმის, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს..“ – რას ჰყვება სუდანში მყოფი ქართველი პილოტი 

„სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, აეროპორტში არ მოვყოლივარ. მგონი, აქ არანაირი გზა არ არსებობს თვითმფრინავის გარდა.“ – აღნიშნა მამუკა მარკოზაშვილმა.

ცნობისთვის, 15 აპრილს, სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი.

ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ 

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები