“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, თურქეთში ამბოხის ბრალდებით 6 ათასამდე ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის რამდენიმე ათეული სამხედრო მაღალჩინოსანია.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სიკვიდლით დასჯის საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს.
ბოლო მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში 265 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.