LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული 10 ლარიანები მიმოქცევაში ხვალიდან გამოვა

246
65559168-384599895498486-8797918894409908224-n

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული  და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. ასევე დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით.  10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

როდიდან ჩაეშვება ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში?

შეგახსენებთ, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო. კერძოდ კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან მიმოქცევაში გაუშვა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g