LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ

57

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ამბობს, რომ თურქეთში დაკავებულ საქართველოსმოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.

„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა“, – განაცხადა  გიგიაძემ.

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g