ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი დუა ლიპა ახალ ალბომს გამოუშვებს. ორ წლიანი ლოდინის შემდეგ, ვარსკვლავმა ალბომზე მუშაობა დაასრულა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„A New Era – დიდი მადლობა თქვენი მოთმინებისთვის, დროებით“– დაწერა მომღერალმა და სამი ფოტოც გაგვიაზიარა.
დუა ლიპამ ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა თავისი, რიგით მეორე ალბომი და ისიც თქვა, რომ მასში უფრო მეტი ცოცხალი ინსტრუმენტალური ნამუშევარი შევა, ის სტუდიაში ნილ როჯერსთან და ფარელ უილიამსთან ერთად შენიშნეს.
ალბომის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.