ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ნინო სალუქვაძესა და მის ვაჟს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენისთვის ეს უკვე მერვე ოლიმპიადაა, თუმცა გარდა წარმატებული კარიერისა, მას საამაყოდ კიდევ ერთი მიზეზი აქვს.
ნინო და მისი 18 წლის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი რიოს ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზებენ. ოლიმპიური თამაშების 120-წლიან ისტორიაში მსგავსი შემთხვევა იშვიათად მომხდარა, რაც ამ ფაქტს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. შეგახსენებთ, რომ ნინოს მამა ვახტანგ სალუქვაძეც საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია.