LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენქსის ,,შიმპანზეები” სოთბის აუქციონზე 9.9 მილიონ ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა

153
-108824273-chimps2

ანონიმური გრაფიტის ცნობილი ინგლისელი მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი, რომელზეც შიმპანზეებით სავსე ინგლისის პარლამენტის სხდომათა დარბაზია გამოსახული, სოთბის აუქციონზე 9.9 მილიონ ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა.

უცნობმა ბრისტოლელმა ავტორმა, რომელიც ცნობილია თავისი სატირულ-პოლიტიკური  ხასიათის ნაშრომებით, ხსენებული ტილო 2009 წელს შექმნა. სოთბის აუქციონზე ნახატის 2 მილიონ ფუნტ-სტერლინგად გაყიდვას ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოო ფასმა მოსალოდნელს თითქმის ხუთჯერ გადააჭარბა.

თავად ბენქსი აღნიშნულს ინსტაგრამით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, ნახატი მის საკუთრებაში რომ აღარ არის.

 

View this post on Instagram

 

. Record price for a Banksy painting set at auction tonight. Shame I didn’t still own it.

A post shared by Banksy (@banksy) on

ბენქსის ტილოსათვის ბრძოლა დაახლოებით 13 წუთს გაგრძელდა, მისმა საბოლოო ღირებულებამ კი £9,879,500  შეადგინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ბენქსის არცერთი ნამუშევარი აქამდე ასე ძვირად არ გაყიდულა.

აქამდე ბენქსის ნამუშევრისათვის სარეკორდო ღირებულება 1.4 მილიონი ფუნტი-სტერლინგი იყო. სწორედ ამ ფასად გაიყიდა მისი ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“ სოთბიზე 2008 წელს, გაყიდვის შემდეგ კი თავისით განადგურდა, რამაც სკანდალი გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ნახატის თვითგანადგურების ფუნქცია თავად ავტორის იდეა იყო…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g