მას შემდეგ რაც ტაქსების რეგულაციის მეორე ეტაპი ამოქმედდა და მგზავრის ქუჩაში აყვანა, მხოლოდ თეთრი ფერის მანქანებს შეუძლიათ, ტაქსების მომსახურება გაძვირდა.
ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება.
დღეიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს - რეგულაცია უკვე ამოქმედდა
თემასთან დაკავშირებით დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა და ტარიფები აუცილებლად დარეგულირდება და პრობლემა მოგვარდება.
“ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ.
არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.