LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიპლომო“ მოსამართლეების სია გრძელდება – „შემოდგომის მოსამართლის“ მორიგი კანდიდატი

290
zazatavadze-750x430

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს კიდევ ერთ, უვადო მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს. არ შეცვლილა არც ფორმატი და არც კითხვები, რამდენიმე გამონაკლისით. აქტუალური კვლავ კანდიდატის განათლების საკითხი იყო. თემატურად გაგრძელებული შეკითხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზაზა თავაძეს დაუსვეს და დაინტერესდნენ, იყო თუ არა კანდიდატი სამართლის მაგისტრი.

უვადო მოსამართლეობის მსურველს სამართლის მაგისტრი ვერა, მაგრამ მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი ნამდვილად ქონია და უფრო მეტიც, ის ამჟამადაც სწავლობს. როგორც თავად აღნიშნა, 2017 წელს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სადოქტოროში ჩააბარა და პარალელურად გერმანიაშიც სწავლობს. კითხვაზე თუ როგორ შეიძლება იყოთ მაგისტრის დიპლომის გარეშე შესაბამისი ხარისხის მლობელი, თავაძემ განმარტა, რომ განათლების სისტემაში არსებული კანონის მუხლების ანალიზით ის გათანაბრებულია მაგისტრთან.

თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე

თავაძეს დოქტორანტურაში რომ ნამდვილად  აქვს ჩაბარებული ამას ამტკიცებდა მოსმენის დაწყებამდე   იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„ბატონ თავაძეს დოქტორანტურაში აქვს ჩაბარებული. ლოგიკური ბმით რომ მივყვეთ, ადამიანს თუ არ აქვს წინა საფეხურების საფუძველი, დოქტორანტურაში ჩაბარება კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ მას აქვს დოქტორანტურაში ჩაბარებული, თუმცა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დღეს კოლეგებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვან კითხვები”, – განაცხადა ოხანაშვილი.

 

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს რამდენიმე გახმაურებული საქმეც გაახსენეს. მათ შორის გიგი უგულავას  ქეისი, “რუსთავი 2”-ის სარჩელი და დღემდე დაუსრულებელი კაბელების საქმე. მწვავე შეკითხვებს შორის იყო ასევე სასამართლო სისტემაში ზეწოლისა და გადაწყვეტილებებზე გავლენის შესაძლო შემთხვევები.

„როგორც ამერიკელები იტყვიან, მე ვარ self made, მე არ მყოლია არანაირი „პატრონი“ არასდროს და მოვდივარ ასე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონში. იქ დავამთავრე სკოლა, თბილისში რომ ჩამოვედი, ალბათ მანამდე თბილისში ნამყოფი ვიყავი 5-ჯერ, ამის შემდეგ მოდის და მოდის ჩემი კარიერა. აქედან გამომდინარე, მე ჩამოვყალიბდი ჩემი საქმის მცოდნედ, პროფესიონალად. ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე იქნებოდა ის, რომ პროფესიონალი ნებისმიერ დროში ფასობს“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რამდენად სწრაფად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მისი შესაძლო გადასვლა  უზენაეს  სასამართლოში არის თუ არა კარიერული ზრდა, თავაძემ უპასუხა რომ გადაწყვეტილებების მიღებაში სწრაფია. ეს სისწრაფე გამოიხატება იმაშიც რომ ის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის თვეში უვადო მოსამართლეების სიაში არ იყო ნახსენები, მისი სრვილი აღნიშნულ ვაკანსიაზე ბოლო რამდენიმე თვეში გადაწყდა. რაც შეეხება მის აღნიშნულ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ მეგობრებმა ურჩიეს.

როგორც სხვა კანდიდატების ბედს, ისე ზაზა თავაძის უვადო მოსამართლედ გამწესებას პარლამენტი განსაზღვრავს, იქნება ის უდიპლომო თუ დიპლომიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g