LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულგუნის მსოფლიო აღიარება – Food Insider-ს მეგრული ყველი საუკეთესოებში გაყავს (ვიდეო)

4097
252c64a7f9b94eff907d01dbd0a870e7

ყველის სახეობა სულგუნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე სა­მეგ­რე­ლო­დან მო­დის და ქართული სუფრის კულტურაში საპატიო ადგილი უჭირავს. აფხა­ზებ­მა, ოსებ­მა და სომ­ხებ­მა ქარ­თუ­ლი კვე­ბი­თი კულ­ტუ­რის ეს მიღ­წე­ვა სხვა­დას­ხვა დროს სა­კუ­თარ პროდუქ­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს, თუმცა მან საერთაშორისო აღიარება „მეგრული სულგუნის“ სახელით გაითქვა. მოგზაურობის შესახებ ვიდეოპორტალი Insider ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ყველის ნაირსახეობათა შორის მეგრული სულგუნიცაა შესული. ვიდეოს ტიტრებში კი აღნიშნულია, რომ ყველი საქართველოს რეგიონის სამეგრელოს პროდუქტია.

 

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე თა­ვის დაც­ვა უწევს.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სულგუნს დასავლეთ საქართველოს მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭაში) ამზადებდნენ. სამეგრელოში სელეგინი, სელეგუნი, სიოგინი ერქვა, ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში – გვაჯილა/გვაჯილი. საქართველოში სულგუნს ამზადებდნენ აფხაზებიც. მათ სახელწოდება (აშელაგუან) მეგრელთა მეტყველებიდან ჰქონდათ ნასესხები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, “სულუგუნი [არის] გარდაზელილი ბრტყელი ყველი”. გადაზელილს უწოდებდნენ სულგუნს გურიაშიც.

შეგახსენებთ, სულგუნი არის ჩვეულებრივი “იმერული ყველი”, გადახარშულ-გადაზელილი. შებოლილი და გამხმარი სულგუნი დიდხანს ინახებოდა.

ყველის მოყვარული ადამიანები უფრო გამხდრები არიან

პარმეზანი, მასკარპონე, გორგონძოლა, მაცარელა თუ სულგუნი

„ქართული სულგუნის ყველი მზადდება ძროხის პასტერიზებული, თხის ან კამეჩის რძისგან, მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა კერძში, მათ შორის, ხაჭაპურში“, – აღნიშნულია Food Insider-ის  ვიდეოში. მეგრული სულგუნის გარდა, ვიდეოში საუბარიაასევე იტალიურ, ინგლისურ,  შვეიცარიულ და   სხვა სახეობის ყველზეც.

ვიდეოში ასევე განმარტებულია, რომ მსოფლიოში ყველის სახეობებს შორის 14 სახეობა სწორედ საქართველოშია რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g