LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრული სულგუნი Taste Atlas-მა მსოფლიო საუკეთესო ყველის სახეობებს შორის დაასახელა

230
სულგუნი

Taste Atlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ყველის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მეგრული სულგუნიც მოხვდა. ქართული ყველი გამოცემაში 100 სახეობის ყველს შორის 87-ე ადგილს იკავებს. როგორც გამოცემა წერს, სულგუნს ძროხის, თხისა და კამეჩის რძისგან ამზადებენ. ხოლო რადგან ყველი შებოლილია, მას ბოლის გემო დასდევს და რეკომენდებულია ღომთან ერთად მიირთვათ, რომელსაც ასევე სამეგრელოში ამზადებენ.

საუკეთესო ყველის სახეობების ჩამონათვალში მოხვდა სხვა ცნობილი სახეობის ყველი, მათ შორის მოცარელა, გორგონძოლა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები