LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულგუნს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

382
f7baa9c3764c97f634c7243558b67972-2019-10-11-09-06-02-098525

საქართველოში სულგუნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ცნობილი ხდება 2 ნოემბრით დათარიღებული ბრძანებიდან, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. ამავე დოკუმენტით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობასაც მიენიჭა.

“საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – “ტრადიციული აჭარული ნაქარგობა” და “სულგუნის ტრადიცია საქართველოში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ეს ბრძანება ძალაში 11 ნოემბერს შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები