LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალაჰი GQ-ის გარეკანისთვის გადაიღეს ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად (ფოტოები)

138
Mo-Salah-with-Alessandra-655x375

მოჰამედ სალაჰი გახდა ჟურნალ GQ Middle East-ის ახალი ნომრის გმირი. ეგვიპტელ ფეხბურთელს კამპანია მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ გაუწია.

სალაჰმა შავი და თეთრი ფერის კოსტუმები მოისინჯა და ბევრს იღიმოდა.

 

„ყველა ბავშვი ოცნებობს ტელევიზიაში მოხვდეს, მაგრამ როდესაც ეს მოხდა, ჩემი მიზნები შეიცვალა. მომინდა პროფესიონალი საზღვარგარეთ გავმხდარიყავი, ამის შემდეგ კი გადავწყვიტე საუკეთესო ვყოფილიყავი“, – ეს არის ერთ-ერთი ციტატა ახალი ნომრიდან.

სალაჰი GQ-ის ვერსიით წლის ადამიანი გახდა, ხოლო ალესანდრა წლის მოდური სიმბოლო.

ბრაზილიელი მოდელი ხშირად ჩნდება სპორტულ ჟურნალებში. 2016 წელს ის GQ-სთვის კრიშტიანო რონალდოსათან ერთად ცხელ ფოტოსესიაში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები