LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ს ახალი კუპეს ვიზუალი პრემიერამდე ერთი თვით ადრე გაამხილეს

86
f50493ae7ffc89c69e039255fec803f59c59a018

ელექტრონული კუპე-კროსოვერის Audi e-tron Sportback-ს ექსტერიერი დიდი საიდუმლო აღარ არის. ყველგანმავალი კამუფლაჟის გარეშე მაშინ დააფიქსირეს, როცა ის ტესტირებას გადიოდა. მოდელის დიზაინში განსაკუთრებული სიურპრიზები არ არის და ჩვეულერბივი e-tron-ისგან სიახლე მხოლოდ სახურავის ფორმით განსხვავდება.

სატესტო ვერსიას ძარის რამდენიმე ნაწილი ჯერ ისევ დაფარული აქვს, ამიტომ მისი დეტალურად შეთვალიერება ცოტა რთულია. თუმცა ერთი რამ ნათელია, Audi e-tron Sportback-ს ექსტერიერს კონცეპტ-ქარის Elaine-ს ვიზუალთან არაფერი აქვს საერთო.

რაც შეეხება ტენიკურ მახასიათებლებს, ექპერტები ვარაუდობენ რომ სიახლე ჩვეულებრივი ელექტროკროსოვერის მსგავსად დაკომპლექტდება. ის ორ ელექტროძრავს მიიღებს და აგრეგატის კომბინირებული სიმძლავრე 360 ცხენის ძალა იქნება. კროსოვერი პირველ „ასეულს“ 4,9 წამში განავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g