საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების მორიგ ეტაპს თბილისში გააგრძელებს და ტრადიციად ქცეულ ”მერიის თასის” ოთხთა ტურნირს ითამაშებს. მატჩები უკვე ამ კვირის ბოლოს არის დანიშნული. საქართველოს გარდა უკრაინის, ჰოლანდიის და რუსეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
უკვე ცნობილია გათამაშების განრიგი.
შეგახსენებთ, რომ შარშან ტურნირი იტალიის ნაკრებმა მოიგო, რომელსაც მართლაც ძლიერი გუნდი ყავდა. წელს ფავორიტად ალბათ რუსეთი უნდა მივიჩნიოთ, თუმცა შანსი მასპინძლებსაც აქვთ, უბრალოდ ამ დღეებში ჩვენებმა მოსკოვში რუსებთან 32 ქულის სხვაობით წააგეს.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან თამაშის გარდა კიდევ ორი მატჩი ითამაშა და პორტუგალიის და ბელარუსს მოუგო.
თბილისის მერიის თასი
12 აგვისტო
17:30 რუსეთი – უკრაინა
20:00 საქართველო – ჰოლანდია
13 აგვისტო
17:30 ჰოლანდია – რუსეთი
20:00 საქართველო – უკრაინა
14 აგვისტო
17:30 უკრაინა – ჰოლანდია
20:00 საქართველო – რუსეთი