შეყვარებულმა ქალმა ბრაზილიელ ქალ მორაგბეს პირდაპირ ოლიმპიადაზე ხელი და გული შეთავაზა.
ისადორა სერულიომ თანხმობა განუცხადა.
მარხორიე ენიამ 25 წლის სპორტსმენს საქორწინო წინადადებით დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე მიმართა. ენია მენეჯერია და დიდი ხანია სერულიოს შეყვარებულია.
”როგორც კი გავიგე, რომ ის შემადგენლობაში მოხვდა, გადავწყვიტე, რომ ეს დღე განსაკუთრებული გამეცადა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია. მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ სიყვარული იმარჯვებს”, – მოყავს ენიას სიტყვები The Guardian-ს.
სერულიოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ბრაზილიის და აშშ-ს.
რიოს ოლიმპიური ჩემპიონები რაგბი-7-ში ავსტრალიელი გოგონები გახდნენ.