LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფბა: სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების წილი იზრდება

108

სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების წილი იზრდება – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ იანვარ–ივნისში მშენებლობაზე 5195 ნებართვა გაიცა და დასრულდა 1334 შენობა–ნაგებობა.

”ეს, დასრულებული მშენებლობების კუთხით, 19%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. სამშენებლო სექტორის მსგავსი გააქტიურება განაპირობა, ერთი მხრივ სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრად, ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 3–ჯერ შემცირებამ,  ხოლო მეორე მრივ, მთავრობის 2015 წლის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც, 2008 წლამდე დაწყებული და სხვადასხვა მიზეზთა გამო შეჩერებული მშენებლობები განთავისუფლდა დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადისგან და K2 მოსაკრებლისგან. ამ ინიციატივის საფუძველზე სახელმწიფომ 20 კომპანიას ჩამოაწერა 200 მლნ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება, რამაც მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორის წახალისება მოახდინა, რაც შესაბამის  მონაცემებშიც აისახა”, – განმარტა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, დადებითი ფაქტორია ასევე სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების ზრდა.

”თუ წინა წლებში სექტორი მეტწილად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე ვითარდებოდა, 2014 წლის მონაცემებით, იმატა ადგილობრივმა ინვესტიციებმა. რასაც ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. კერძოდ, – კაპიტალის ოპერირების ანგარიში 2014 წელს, გაზრდილია 20.87 %–ით, 2013 წელთან შედარებით. ხოლო ამ სექტორში კი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. რაც ცხადჰყობს, რომ სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი”, – აღნიშნა ”აფბას” ანალიტიკოსმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g