საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები – მხარეთა შეთანხმებით, 6 ოქტომბერს ჩვენი 21-წლამდე ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ფრანგებთან. შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.
საფრანგეთთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ევროშესარჩევი თამაში ელის – 1 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან, ხოლო 6 სექტემბერს, 19:30 საათზე ქალაქ ზესტაფონში ხორვატიასთან.