LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 10 ქალაქი, რომლებიც საკუთარი თვალით უნდა ნახო

2731
Rome-Florence-Venice

ევროპა განთქმულია შუასაკუნეების სილამაზით. თითოეული ქალაქი იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ მათი ყველას მონახულება შეუძლებელია. ამიტომაც, ტურისტები, როგორც წესი, დიდ ქალაქებს სტუმრობენ და სწორადაც იქცევიან.

ასეთ ადგილებში შეგიძლიათ იხილოთ არა მხოლოდ დიდებული არქიტექტურული შედევრები და ცნობილი ძეგლები, არამედ იგრძნოთ იმ ქვეყნის ელფერი და ატმოსფერო, სადაც ეს ქალაქი მდებარეობს.

 

ფლორენცია

ტოსკანის დედაქალაქი ტურისტებს პირველივე ნახვით უყვარდებათ. რეგიონში ფლორენცია ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. შუა საუკუნეებში ეს ადგილი ევროპის ვაჭრობის ცენტრი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს სიაში შედის. ფლორენცია ევროპის სხვა ქალაქებთან ერთად მსოფლიოს მოდის ერთ-ერთ დედაქალაქად მიიჩნევა. ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავთ ფლორენციის ტაძარი, რომლის აშენებასაც 10 წელი დასჭირდა.

ფლორენცია – რჩევები იტალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

ბარსელონა

ბარსელონა ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქია. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბარსელონა კატალონიის დედაქალაქია, რომელიც რომაელებმა დაარსეს. ეს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ცენტრია, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით.

ბარსელონა – რჩევები ბარსელონაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

რომი

ევროპაში მოგზაურობისას რომს რომ არ ესტუმროთ, უბრალოდ დაუშვებელია. ის უდიდესი ევროპული ქალაქია. გარდა ამისა, ეს ქალაქი ევროპაში მოსახლეობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც მის კულტურასა და არქიტექტურაშიც აისახა. რომში მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ღირსშესანიშნაობებია.

რომი – რჩევები რომში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

პარიზი

ქალაქი განთქმულია არა მარტო ულამაზესი არქიტექტურით, არამედ სამეცნიერო განვითარებითაც. პარიზში ბევრი ღირსშესანიშნაობებია: ეიფელის კოშკი, ღვთისმშობლის ტაძარი, ტრიუმფალური თაღი და მრავალი სხვა. სენის ნაპირებზე მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება.

პარიზი – რჩევები პარიზში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

ვენა

ვენა ავსტრიის კულტურული და პოლიტიკური ცენტრია. ვენა მუსიკის ქალაქად მიიჩნევა, რადგან სწორედ აქ ცხოვრობდნენ უდიდესი ევროპელი კომპოზიტორები. ქალაქი სავსეა ციხეებით, პარკებითა და ძეგლებით. ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ შენბრუნის სასახლე, რომელიც მონარქების რეზიდენცია იყო.

ვენა – რჩევები ვენაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

ვენეცია

ქალაქი წყალზე – სწორედ ეს არის ვენეციის უნიკალურობა. ქალაქი 100 მეტ კუნძულზე არის განთავსებული და ერთმანეთს უამრავი ხიდებით უკავშირდება. ეს მსოფლიოს ყველაზე რომანტიული ადგილია. ბევრი ახალდაქორწინებული ამ ადგილს თაფლობის თვის გასატარებლად სტუმრობს.

ვენეცია – რჩევები ვენეციაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

ბუდაპეშტი

ამ ადგილას მრავალი საუკუნის წინ კელტური დასახლება არსებობდა. სწორედ კელტებმა დააარსეს უნგრეთის დედაქალაქი. ის დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი დედაქალაქი იყო. მონღოლების შემოსევის დროს ქალაქი განადგურდა, მაგრამ მისი აღდგენა მალევე მოხერხდა. აქ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ბუდაპეშტი – რჩევები ბუდაპეშტში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

კრაკოვი

ეს უძველესი პოლონური ქალაქია. ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში კრაკოვი პოლონეთის დედაქალაქი იყო, ეს ადგილი დღემდე ქვეყნის კულტურულ ცენტრად რჩება. ქალაქის ისტორიული ცენტრი მსოფლიოს მემკვიდრეობაა.

კრაკოვი – რჩევები კრაკოვში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

პრაღა

პრაღა ჩეხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. ოდესღაც აქაურობას ორი რომაელი იმპერატორი მართავდა. აქ ბევრი პოპულარული არქიტექტურული ძეგლია, მაგალითად კარლის ხიდი და ლენონის კედელი.

პრაღა – რჩევები პრაღაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

 

ზალცბურგი

ვოლფგან ამადეუს მოცარტის სამშობლო ცნობილია უნიკალური არქიტექტურით, რომლის ელემენტებიც იუნესკოს სიაში შეიტანეს. ცნობილი მიუზიკლი „მუსიკის ხმები“ სწორედ ამ ქალაქში გადაიღეს. ეს ადგილი ტურისტებს უძველესი ტაძრებით იზიდავს.

magti 5g