LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულში აბრეშუმის გამოყვანა დაიწყეს

110

ხარაგაულში აბრეშუმის გამოყვანა დაიწყეს. მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების საპილოტე პროექტის ფარგლებში, მეაბრეშუმეთა ჯგუფს აბრეშუმის ჭიის პარკების პირველი პარტია გადაეცა.

ჭიის პარკები გამოშრობის შემდეგ, სპეციალური დაზგის მეშვეობით, აბრეშუმის ძაფს გამოყვანენ. დაზგა მუნიციპალიტეტს კომპანია ”ასკანელმა ძმებმა” საჩუქრად გადასცა. პირველ ეტაპზე მიღებული ძაფის რეალიზაცია სწორედ ”ასკანელი ძმების” ფაბრიკაში მოხდება.

როგორც ხარაგაულის მინიციპალიტეტში აცხადებენ, დაინტერესებულ მოქალაქეებს პირველ ეტაპზე ე.წ. გრენი უსაუსყიდლოდ გადაეცემათ.

“აბრეშუმის მოვლა საკამაოდ შრომატევადია, მაგრამ მოსავალს მალე იღებ და შრომის შედეგსაც მალევე ნახულობ. ეს დარგი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. საპილოტე პროექტში ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ხარაგაულელი ქალბატონია ჩართული” – აცხადებს მეაბრეშუმეთა ჯგუფის ხელმძღვანელი იზო მოდებაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g