LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა აეროპორტების გაფართოებისთვის მშენებელ კომპანიას ეძებს

146

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო კომაპნიებს აეროპორტების მშენებლობისა და გაფართოების ტენდერებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

„ვიწყებთ აეროპორტის მშენებლობას, შესაბამისად საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო კომპანიას მოვუწოდო, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისკენ” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ტენდერზე გამოვა ორი მიმართულება: ამბროლაურის 1 10- მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გაფართოება.

”მოეგხსენებათ, ქუთაისიდან სექტემბრის თვეში 7 ახალი მიმართულებით დავიწყებთ ფრენას. ეს არის: დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, თუ დღეს გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩვენ გვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება, როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

magti 5g