ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამოქმედებული ახალი სერვისი – Fast Track – მგზავრებს პრიორიტეტული მომსახურებით, რიგების გარეშე უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლის საშუალებას აძლევს, რაც აეროპორტში ყოფნის გამოცდილებას გაცილებით უფრო კომფორტულს და ეფექტურს ხდის.

სწრაფი გასასვლელის სერვისი ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის. წვდომის შეძენა შესაძლებელია როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე აეროპორტში.

Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სერვისით სარგებლობა განსაკუთრებული პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშეა შესაძლებელი.

