LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მობილურებს! – სმარტფონების აკრძალვის შემდეგ სკოლაში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა

617
73364130-436661880322328-2384050085886427136-n

გასულ წელს უელსის ქალაქ ლანდუდნოს სკოლაში სასწავლო დღის განმავლობაში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალა. ახლახანს კი, ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ სკოლის მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა ძალიან დადებითად აისახა მოსწავლეებზე.

სკოლის უფროსი მასწავლებლის, ენ უების თქმით, საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც აკადემიური მოსწრება, ასევე დისციპლინაც. მოსწავლეები უკეთ კონცენტრირდებიან სწავლაზე და ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს წიგნებს კითხულობენ მაშინ, როდესაც ადრე ისინი მუდმივად საკუთარ ტელეფონებს დაჰყურებდნენ. გარდა ამისა, მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლის მოსწავლეები უფრო სოციალიზებულები გახდნენ და მეტ დროს უთმობენ გარშემომყოფებთან კონტაქტსაც. სმარტფონებით კონტაქტის მაგიერ, ისინი დისკუსიებს მართავენ თანატოლებთან და საინტერესო საკითხებს განიხილავენ. ენ უების განცხადებით, მას ვერც კი წარმოუდგენია, რომ სკოლამ ოდესმე კიდევ დართოს მოსწავლეებს მობილურების გამოყენების ნება სასწავლო პროცესისას, რადგან მათ გარეშე ყველაფერი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

უელსურ სკოლაში ტელეფონის გამოყენება მთელი სასწავლო დღის განმავლობაში იკრძალება, მათ შორის სადილობისას და შესვენებეზეც. სკოლაში შესვლისას მოსწავლეები ტელეფონებს თიშავენ და ჩანთებში აწყობენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს სმარტფონის გამოყენებისას წაასწრეს, პერსონალი მოსწავლეს ტელეფონს ჩამოართმევს და მას მხოლოდ მშობელს ან მეურვეს უბრუნებს.

აკრძალვა ნაწილობრივ შეეხოთ სკოლის თანამშრომლებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტელეფონის გამოყენება შეუძლიათ, ეს მოსწავლეების წინაშე არ უნდა გააკეთონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g