LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით, ტელეფონს აჩვენებს მშობელი, რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან, საკმაოდ მწარე რაღაცებს ვიძახი, თუმცა ეს ასეა…“ – ბავშვთა ნევროლოგი, ბაკურ კოტეტიშვილი ბავშვის ნეიროგანვითარებაზე გაჯეტების გავლენაზე

707
ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი, ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში „ჯანსაღი დიალოგი“ ბავშვის ნეიროგანვითარებაზე გაჯეტების გავლენის შესახებ საუბრობს.

„არცერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით, ტელეფონს აჩვენებს მშობელი და ტელეფონს აძლევს მშობელი, რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან, საკმაოდ მწარე რაღაცებს ვიძახი, თუმცა ეს ასეა იმიტომ, რომ სათამაშო მოიგონა უფროსმა იმისთვის, რომ მივცეთ ბავშვს და დავაკავოთ ბავშვი, ანუ ჩვენ გავთავისუფლდეთ. შესაბამისად გაჯეტურ სისტემაში ბავშვი ძალიან იოლად პოულობს გართობა იმდენად არა, რამდენადაც ინტერესის ფენომენს, იმიტომ რომ სწრაფად მოძრავი ობიექტებია, დავარქვათ ამას თამაში. ყველა იძახის, რომ იქ აგრესიული თამაშებია. თუ დავაკვირდებით, ბავშვობაში ეზოში რასაც ვთამაშობდით, ყველა თამაში აგრესიული იყო, სასტიკიც კი. ერთი უნდა დამალულიყო, მეორეს კი უნდა ეპოვა, დაფიქრდით დამალვა რა არის? – გაქცევა და პოვნა- შეჭმა, უბრალოდ ამ თამაშს დამალობანას ვეძახდით…“ – ბაკურ კოტეტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g