LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდლის მამულში გამართული შოუ, რომლის მსგავსიც საქართველოში არ გინახავთ (ვიდეო)

3384
winandlis-wveuleba

წინანდლის „რადისონმა“ საერთაშორისო საქორწილო გამოფენა-შოუს უმასპინძლა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ღონისძიებების ორგანიზატორები შეიკრიბნენ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს..

https://www.facebook.com/radissoncollectionhoteltsinandaliestategeorgia/videos/401121800777788/?v=401121800777788

Planner Xtraordinaire-მა გასულ წელს დიდი წარმატებით იტალიაში ჩაიარა, წელს მსოფლიოს სხვადასხვა პრემიუმ კლასის სასტუმროებს შორის ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეირჩა. მთავარი მიზეზი კი, სასტუმროს გამორჩეული ადგილმდებარეობა, მისი ისტორია, დახვეწილი დიზაინი, არქიტექტურა და ღონისძიებების სივრცეების მრავალფეროვანი არჩევანი იქცა.

https://www.facebook.com/radissoncollectionhoteltsinandaliestategeorgia/videos/2439387849432121/?v=2439387849432121

საქართველოს სპეციალურად გამოფენა-შოუზე „ფლენერს ექსთრაორდინერ“ დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად 40 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ სახელგანთქმული პროფესიონალი ღონისძიებების ორგანიზატორები, საქორწილო დიზაინერები, საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები, დეკორატორები, ცნობილი კონდიტერები, კრეატიული ვიზუალის არტისტები, საქორწილო სამოსის დიზაინერები და ასევე ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და სპიკერები.

https://www.facebook.com/radissoncollectionhoteltsinandaliestategeorgia/videos/1392487320914796/?v=1392487320914796

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ლექციები, საქმიანი შეხვედრები და გრანდიოზული შოუ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდალის მამულის“ ამფითეატრში. პროექტის ოფიციალური პარტნიორი და გალავახშმის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია „ვანილა ივენთს“.

https://www.facebook.com/radissoncollectionhoteltsinandaliestategeorgia/videos/950557678654658/?v=950557678654658

ჩვენი ყურადღება სწორედ ამ საღამომ მიიპყრო, საიდანაც გავრცელებული ვიდეოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მსგავსი შოუ საქართველოში აქამდე არ გამართულა. ულამაზესი დეკორაციები, კოსტიუმირებული შოუ, ჭაღი-კაბა და ჰაერში გამოკიდებული აკრობატი გოგონა, მაღალ ფეხებზე შემდგარი გოგონების ცეკვა, შესაბამისი მუსიკა მართლაც ჯადოსნურ გარემოს ქმნიდა. შოუს კოსტიუმირებულ ნაწილზე უცხოურმა კომპანიამ Nuart იზრუნა.

https://www.facebook.com/akhobadzeteo/videos/10213142978203513/

https://www.facebook.com/akhobadzeteo/videos/10213143131607348/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g