LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიგო

100

გენო პეტრიაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მიუხედავად ამ წარმატებისა, თავად მძიმეწონოსან მოჭიდავეს და მის ქომაგებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც გვრჩება. გენოს შეეძლო და შეიძლება ითქვას უნდა აეღო კიდეც უფრო მაღალი სინჯის მედალი.

სანუგეშო ტურნირში 22 წლის ქართველმა ფალავანმა ჯერ კანადელ ჯარვისს 9:2 აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ამერიკელ დლაგნევს უცებ ნახევარ წუთში მოუთავა საქმე – 10:0.

გულდასაწყვეტი იყო მეოთხედფინალი ირანელ ნემათ ჩასემისთან. ჩვენიანი იგებდა, თუმცა გამარჯვება ბოლო 2-ქულიანი გდების უპირატესობით ირანელმა მოიპოვა (4:4). საქმე კი ისაა, რომ გენოს ეგონა ბრძოლას იგებდა და ბოლო წამები აღარ იბრძოლა და მერე თავადაც გაკვირვებით იყურებოდა. ამან მის შემდგომ გამოსვლებზეც იმოქმედა, როდესაც აშკარად ეტყობოდა, რომ გულდაწყვეტილი იყო და ცოტა სხვა განწყობით გადიოდა ტატამზე.

მიუხედავად ამისა, მან ბრინჯაო უპრობლემოდ აიღო და ქართულ დელეგაციას მორიგი მედალი მოუტანა: მეოთხე ბრინჯაო და სულ მეშვიდე მედალი.

მაინც ვთქვათ, რომ პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 აჯობა, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g