LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც პანიკურ შეტევებს ებრძვიან

1083
ца

სხვადასხვა სფეროში ცნობილი ადამიანების მიმართ აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ტაბუდადებულ თემებზე ღიად საუბრობენ. თაყვანისმცემლებისთვის მათი აზრი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.
პანიკური შეტევა და შფოთვითი აშლილობა თითოეულ ადამიანში განსხვავებულად ვლიდება. თუმცა, სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში, დაახლოებით მსგავსია: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დაღლილობა, განმარტოების სურვილი და ა.შ
კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 40 მილიონ ამერიკელს აწუხებს პანიკური შეტევა და შფოთვითი აშლილობა. ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 3.6% იტანჯება ამ ფსიქიკური დაავადებით.
აუხსნელი შიშისა და მღელვარების მძიმე შეტევისგან ცნობილი და სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანებიც ავადდებიან.

სელენა გომესი

მისმა თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მომღერალს სცენაზე გასვლის წინ პანიკური შეტევები ემართება. ამის შესახებ სელენამ ჯერ კიდევ 2017 წელს , VOGUE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მომღერალმა აღიარა , რომ დეპრესია ტანჯავდა. ნერვული აშლილობის გამო მას რამდენიმე კვირა საავადმყოფოშიც მოუწია ყოფნა.

არიანა გრანდე

ბრიტანეთში, „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ მომღერალს პანიკური შეტევები დაეწყო. ტერაქტი, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა, სწორედ მისი კონცერტის მიმდინარეობის დროს განხორციელდა.
არიანა ამბობს, რომ ტრაგედიის შემდეგ თავბრუსხვევასა და სუნთქვის უკმარისობას უჩიოდა. მეტიც, მომღერალი იმასაც აღიარებს, რომ გუნება განწყობა მუდმივად ეცვლება და შფოთვითი აშლილობის გასამკლავებლად თერაპიას მიმართავს.

პრინცი ჰარი

საქსესის ჰერცოგს არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან ეშინია ადამიანების დაკარგვის.
„ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ შემდეგი ფრაზის გამეორებაში – „მე კარგად ვარ“. 12 წლის ასაკში დავკარგე დედა და ამან ჩემს ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა“

ჯენიფერ ლოპესი

ცნობილ მომღერალსა და მსახიობს, პირველი პანიკური შეტევა ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს დაემართა. „როცა მაკიაჟს მიკეთებდნენ, გული ძლიერ მიცემდა, ვერ ვსუნთქავდი…“

ეს ის პერიოდია, როცა მისმა შვიდწლიანმა სასიყვარულო ურთიერთობამ კრახი განიცადა.

ლეონარდო დიკაპრიო

მსოფლიო ვარსკვლავი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით კარგა ხანია იტანჯება და ეს არასდროს დაუმალავს. მეტიც, ლეონარდომ ამ თემაზე საუბრისას, ფილმ „ავიატორის“ გადაღებები გაიხსენა და თქვა, რომ მისი შფოთვითი აშლილობა არაკონტროლირებადი, არასასურველი ფიქრებით გამოიხატებოდა
„წინ და უკან დავდიოდი, კარებს ვაღებდი, გავდიოდი და ისევ შემოვდიოდი. ამ ყველაფერს ხშირად ჭკუიდან გადავყავდი. ეს ფილმის გადაღებების შემდეგ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ახლაც გრძელდება“.

ადელი

მომღერალი ამბობს, რომ სცენაზე დგომისას მუდმივ პანიკაშია. შფოთვის გამო გულისცემა უჩქარდება და ცრემლებს ვერ იკავებს. შფოთვითი აშლილობის მიზეზით მას ტურების გადადებაც მოუწია.

ადელის თქმით, ყველაზე რთული მომენტი მშობიარობის შემდეგ დადგა. მომღერალი ამბობს, რომ არაფრის კეთების სურვილი არ ქონდა და მისი დეპრესიის შესახებ არავინ იცოდა.

კრის ევანსი

მარველის სუპერვარსკვლავ კრის ევანს პრესის და ნივთების ეშინია.

ემა სტოუნი

ელენის შოუში პირველად ღიად ისაუბრა იმაზე, რომ პანიკური შეტევა 8 წლის ასაკში დაეწყო
„ვფიქრობდი, რომ სახლი დაიწვებოდა. დავურეკე დედას და სახლში წამიყვანა. მომდევნო სამი წელი მსგავსი ფიქრები მტანჯავდა“
ემა ამბობს, რომ იზოლირება გამოსავალი არ არის და სხვებს ურჩევს, გაერკვიონ პანიკური შეტევის ბუნებაში, გაუჩნდეთ მის მიმართ გონივრული, და არა გრძნობადი დამოკიდებულება.

ქენდალ ჯენერი

მსოფლიოს წამყვან მოდელს ყურადღების ცენტრში ყოფნა დეპრესიაში აგდებს. მოდელს ეს არაერთხელ უთქვამს და სწორედ ამ მიზეზით პოდიუმზე გასვლაც ხშირად გადაუფიქრებია.

 

გაბრიელა უნიონი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც დღესდღეისობით პოპულარობის მწვერვალებს იპყრობენ, ოდესღაც თავად იყვნენ უმძიმესი ცხოვრების შემოქმედნი. გაბრიელა უნიონი გააუპატიურეს 19 წლის ასაკში, როდესაც მუშაობდა ფეხსაცმლის მაღაზიაში. მას შემდეგ მსახიობს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა პანიკურ შეტევებთან საბრძოლველად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g