გურამიშვილის ქუჩაზე ერთი კვირის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
დღეს პირველად გახსნიან მეოთხე სართულზე დალუქულ ბინას, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ასევე, დღეიდან დაიწყება აღნიშნულ ბინაში საექსპერტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, რამდენად მდგრადია კორპუსი.
გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
გურამიშვილის 34 ნომერში აფეთქების შედეგად, ჩამონგრებულია 16 სართულიანი კორპუსის 4 სართული, დაზიანებულია მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები. ჩამსხვრეულია მინები. თვითვხილველების ინფორმაციით, მათ აფეთქმების ძლიერი ხმა დაახლოებით დილის 9-ის 10 წუთზე გაიგეს.სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. 4 ადამიანი გადაყვანილი არიან კლინიკებში. მოხდა კორპუსის სრული ევაკუაცია. დაზიანებულია გვერდითა კორპუსიც.ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო […]
ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს ზემოთ მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე შეძლოს საკუთარ სახლებში დაბრუნება.
როგორც ირაკლი ანდღულაძე ამბობს, პირველადი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ კორპუსს არ აქვს ისეთი დაზიანებები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იქ მცხოვრებლებს.
,,ახლა მიმდინარეობს მეოთხე სართულის დამზღვევი, დასუფთავებითი სამუშაოები, რადგანაც სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი შევიდეს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა მთლიანი მდგრადობის შესახებ. როდიდან შევუშვებთ მოსახლეობას, ამის შესახებ მომავალ კვირას გვეცოდინება“,- განმარტა ირაკლი ანდღულაძემ.
თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე.
ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს.
გურამიშვილზე აფეთქება 18 ოქტომბერს მოხდა, შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვის სახლშიც აფეთქება მოხდა კვლავ მძიმეა და საავადმყოფოში რჩება. მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.