LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე:”ვიღაცამ გადაგვიღო ფოტო და გახდა ეს სკანდალი, მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს”

61

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრის საკითხზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაქვში ოჯახთან ერთად ისვენებდა, სადაც მათ შემთხვევით შეხვდა:

„მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩამოვედი ჩაქვში, სადაც შემთხვევით შევხვდი ამ ადამიანებს. პოლიტიკური ოპონირება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს თავ-პირი უნდა ვამტვრიოთ. ზოგადი საუბარი გვქონდა მე და ბატონ ჯანყარაშვილს. როგორც ვიცი, ორი წელია არც ხელისუფლებაშია და არც არსად, პირველად ვნახე და გავიცანი. რაც შეეხება ხადურს, ყველას ვურჩევ სურათები გადაიღოს მათთან ერთად, იმიტომ, რომ 9 ოქტომბერს მინისტრები აღარ იქნებიან და მერე შეიძლება ვეღარც შეძლონ ეს. ვიღაცამ გადაგვიღო ფოტო და გახდა ეს სკანდალი, მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს, ბავშვები მღეროდნენ და მშობლები უყურებდნენ ამ სიტუაციას, მეტი არაფერი. პატარა სასტუმროა და ყველა დამსვენებელი იქ იყრის თავს.“

გიორგი ვაშაძის, ნოდარ ხადურისა და ზვიად ჯანყარაშვილის ფოტოები, სადაც ისინი სუფრაზე ერთად სხედან, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g