LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა

944
gaxaria (3)

პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში მივიდა. ადგილზე შეკრებილ მედიასთან გიორგი გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია.

პრემიერი ილია მეორესთან, სავარაუდოდ, მეუფე პეტრეს განცხადებების გამო მივიდა. ამ თემაზე გახარიამ კომენტარი გუშინ უკვე გააკეთა.

“ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით”, – აცხადებს გახარია. 

პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით"

შეგახსენებთ, გუშინ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადებები გააკეთა.

“დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი… მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის” – მეუფე პეტრე

ამ მოვლენებს წინ უძღოდა, მეუფე იაკობის მიერ გავრცელებული არანაკლებ სკანდალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე “ეჩალიჩებოდნენ”. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები