LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქორქია: „86 წლის პატრიარქს დაუპირისპირდნენ სინოდიდან გავარდნილი და იქ მყოფი „ბიჭები“…

9056
lika-korkia-news121213

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია მწვავედ გამოეხმაურა მეუფე პეტრეს მიერ საქართველოს პატრიარქისადმი გაჟღეებულ სკანდალურ ბრალდებას. გთავაზობთ ლიკას სტატუსს:

„86 წლის მოხუცებულ პატრიარქს დაუპირისპირდნენ „ბიჭები”- ეგრეთწოდებული წმინდა სინოდიდან გავარდნილები და იქ მყოფები.

დაიწყო საპატრიარქოს კარის თამაშები სკამისთვის…

რამდენიმეს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

ამ ქვეყანაზე სულ ის მახსენდება, საშინელი თამაში რომ იყო, სკამის ირგვლივ რომ დარბოდნენ წრეზე და stop-ზე დაჯდომა რომ უნდა მოესწროთ…

ისე, პეტრე არ გვასწავლიდა, ნუ განიკითხავოთო?

რა დებოში ატეხეთ? ზოგადად, ამ პანიკურ ლანძღვებში მიძახებებში და გადაძახილებში სადამდე უნდა ვიყოთ?

მეუფე პეტრემ, სხვა ერისკაცებისგან განსხვავებით ხომ მიიღო გადაწყვეტილება და მიუძღვნა თავი ეკლესიას? ხოდა წავიდეს მონასტერში და ილოცოს ჩვენთვის ან დაიცვას თავის უფლებები ცივილიზებულად და არა იმ ფორმით, რა ფორმა,ც ამას ჰქონდა.

ამ სკამზე 12 დან ერთ-ერთი კი დაჯდებით, მაგრამ მანამდე ისეთ ნიჰილიზმს ჩაუბუდებთ ხალხს, რომ თქვენი გავლენები თქვენივე რეზიდენციას არ გასცდება.

დაოკდით… სირცხვილია!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g