LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე, პატრიარქი და მამალაძე სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია – ლაშა ბუღაძე

766
Lasha-Bugadze-at-Frankfurt-Book-Fair-2018 (2)

მწერალი ლაშა ბუღაძე წმინდა სინოდის სკანდალურ სხდომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ღნიშნა, რომ ტრაგედიის მთავარ მონაწილეებს: მეუფე პეტრე, პატრიარქს და მამალაძეს ახლა როგორც არასდროს, ისე “ესაჭიროებათ” თავიანთი  მფარველი ანგელოზების დაცვა.

ამ “ბიზანტიური” ტრაგედიის მთავარ მონაწილეებს ახლა როგორც არასდროს, ისე “ესაჭიროებათ” თავიანთი მფარველი ანგელოზების დაცვა: გადაყენებულ მეუფეს დაცვა სჭირდება ძალადობის წამქეზებელი პოპულისტ-დემაგოგებისგან, ხანდაზმულ პატრიარქს – მართული ქაოსის მოყვარული სახიფათო ოლიგარქისგან, ტყვეობაში მყოფ დეკანოზს – ტრადიციულად “ქიმიურ ქონწინებაში” მყოფი სახელმწიფოსა და საპატრიარქოსგან, რადგან ახლა სამივე ამა თუ იმ ფორმით – და პირდაპირი მნიშვნელობითაც – სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია… ტრაგედიიდან გამოსავალი კი ესქილედან მოყოლებული – კათარზისია. განწმენდა.

რატომ არ დაიწყო პროკურატურამ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიება

მეუფე იაკობმა თავისივე გავრცელებული ფაქტები თავადვე უარყო.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

https://www.facebook.com/sandro.mamaladze.9/posts/1304099969769678

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g