LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე „ფორმულაზე“ – „სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა, მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა „პოლიტ-ძელეცებისთვის“ ხომ აქვთ სარჩო?“

186
ing (1)

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მედიასაშუალება ახალ ფორმატზე გადავა და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება, მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ფორმულა“: გვიწევს ფორმატის შეცვლა და სამწუხაროდ, გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება

„სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და „რუსთავი 2“-ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან… არჩევნებია წინო“, – წერს ლაშა ბუღაძე.

 

სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც…

Posted by Lasha Bugadze on ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია: „გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები