გოგა ბითაძე ნბა-ს თანდათან უშინაურდება. ჩვენიანი დღეს გამთენიისას, “ჩიკაგოსთან“ შეხვედრაში უკვე სასტარტოში დააყენეს, რაც ალბათ იმის გამო მოხდა, რომ წინა მატჩი „კლივლენდთან“ მაგრად ითამაშა.
გოგას „ინდიანამ“ „ბულსი“108:95 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიგო.
გოგამ დაიწყო: ბითაძემ 10 ქულა და მაგარი თამაში აჩვენა (ვიდეო)
ბითაძემ “ინდიანას” ხუთეულში პირველად იასპარეზა და ამის გამო ეს მატჩი ისტორიულია.
„ინდიანას“ პირველი ქულები სწორედ 20 წლის ქართველმა ცენტრმა მოუტანა.
საერთო ჯამში კი გოგამ 18 წუთი და 57 წამი ითამაშა. მან აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება ჩაიწერა. სამწუხაროდ, გოგამ 6 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ზედმეტი ფოლების გამო იყო, რომ მწვრთნელმა რამდენჯერმე ნაადრევად გაიყვანა მოედნიდან.
მომდევნო მატჩი “ინდიანას” სტუმრად აქვს, 6 ნოემბერს “შარლოტ ჰორნეთსთან”.