ნბა-ში მაგარი თამაში ჩაატარა ახალგაზრდა ჩვენიანმა გოგა ბითაძემ. მორიგ ტურში “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდს” აჯობა – 102:95 და ამაში ქართველის წვლილიც საგრძნობია. ბითაძემ 24:54 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. 20 წლის ცენტრმა 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ მშვენივრად გამოიყენა ცენტრის პოზიციაზე კონკურენტის, მაილს ტერნერის ტრავმა, გოგა შესანიშნავი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. 4 დაფარება ნბა-ში მარტივი საქმე არ არის.
გოგამ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
https://www.youtube.com/watch?v=G4HLlZXP4hQ
“ინდიანამ” ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ინდიანელები 4 ნოემბერს, შინ “ჩიკაგოსთან” გამართავენ.