LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიხარული და მწუხარება ერთად: ქალმა მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე საათში იმშობიარა

229
BeFunky-collage (2)

უდიდესი სიხარული და მწუხარება ერთდროულად – ოკლჰომელმა ბრუკ ტეილორმა უმძიმესი დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე საათში იმშობიარა.

ქალმა სიმსივნის ნიშნები ჯერ კიდევ ორსულობის დროს შეამჩნია, მაგრამ ექიმები ტეილორის მიერ დასახელებულ სიმპტომებს ფეხმძიმობასთან აკავშირებდნენ.

მესამე სტადიის კიბოს დიაგნოზი კი ზუსტად ტეილორის მშობიარობის დღეს დაემთხვა.

ელსი ჯეიმს ტეილორი 2:04 წუთზე დაიბადა, დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, როდესაც დედამ გაიგო, რომ მას მკერდის კიბო აქვს.

ტეილორი მაგალითია იმის, რომ ძუძუს კიბოს დროს, შესაძლოა პაციენტმა სხეულის ნაწილი დაკარგოს, თუმცა არ კარგავს საკუთარ ღირსებას, საუკეთესო თვისებებსა და ქალურობას. კიბოსთან მებრძოლი ქალი ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურს გადის და პარალელურად, შვილზეც ზრუნავს.

ტეილორი საკუთარ გამომწერებს ყოველდღიურ ცხოვრებას ინსტაგრამზე უზიარებს და ამბობს, რომ ამით სკრინინგ პროგრამების მიმართ არსებული სტიგმისა და შიშის დამსხვრევა უნდა.

https://www.instagram.com/p/B2ezOlkFbVt/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g