საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი ითვალისწინებდა, როგორც ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.
სამუშაო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ დაახლოებით 3.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.