სოფლის მეურნეობის მინისტრი, შესაძლოა, კვლავ დავით კირვალიძე გახდეს, ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კირვალიძემ შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან უკვე მიიღო.
„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. თბილისში არ ვარ. რომ დაბრუნდები, დეტალებზე მერე ვისაუბროთ. ახლა არ შემიძლია კონკრეტულად რამის თქმა. როცა თბილისში ვიქნები, მერე იქნება შესაძლებელი დეტალურად ვისაუბროთ, რა იყო და როგორ“, – განაცხადა კირვალიძემ „იმედთან“ საუბრისას.
სოფლის მეურნეობის მოქმედმა მინისტრმა ოთარ დანელიამ თანამდებობა რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს, იგი არჩევნებში იყრის კენჭს.