LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა აუქციონზე შემთხვევით 1 000 ქათამი იყიდა

296
hens

თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიყიდია სრულიად უსარგებლო ნივთი, თუმცა სტივ მოროუმ ყველა ჩვენგანის იმედგაცრუებას გადააჭარბა. საქმე იმაშია, რომ ახალ ზელანდიელმა კაცმა ონლაინ აუქციონზე ფსონის სახით $1,5 დადო. სტივი ფიქრობდა , რომ ერთ ქათამს ყიდულობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ რეკლამის ტექსტმა დააბნია. განცხადებაში ეწერა, რომ პატარა ფერმა ადგილმდებარეობას იცვლიდა, გამარჯვებული ფსონის ავტორს კი შეეძლო იმდენი ფრინველი წაეყვანა, რამდენიც სურდა. სტივი ამბობს, მისი მიზანი, ქათმის სიკვდილისგან გადარჩენა იყო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 1 ცოცხალი ქათმის ნაცვლად მთელი 1 000 ქათამი, სიმბოლურ ფასად იყიდა.

” როცა გამყიდველმა მითხრა, რომ მე 1000 ქათამი ვიყიდე გავოგნდი.” – ამბობს მოროუ

ერთი შეხედვით სახალისო ისტორიას, რომელიც სტივმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, ბედნიერი დასასრული აქვს. ქათმების ნაწილი ფრინველების თავშესაფარში გადაიყვანეს და უსაფრთხოდ დააბინავეს. სამასამდე ფრინველი კი ისევ დასაბინავებელი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g