20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო? “, – წერს მაკო გომური.
შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი განხილვით მიიღო.
მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი სასამართლომ ისევ დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა