ქართული ოცნება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში სასჯელის ლიბერალიზაციას გეგმავს. პარტიის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. ასევე სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით – ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას.
საარჩევნო პროგრამის სახელწოდებაა: “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.