პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ გიორგი რუხაძემაც დატოვა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან „ფეისბუქზე“ მცირე განცხადებაც გააკეთა.
„მოგესალმებით მეგობრებო,
მადლობა ყურადღებისთვის, ჟურანლისტებს კი ინტერესისთვის. დაწვრილებით ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ, პირადი მოსაზრებებით ვთქვი უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე. სატელევიზიო კომენტარებზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,“ – წერს რუხაძე.