LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხაძე: ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, ჩემი 7 წლის ბავშვმაც იცის, ამ წერილით მან შანტაჟის დასრულების ფასი გამოაცხადა

152
უსათაურო დიზაინი (4)

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მასა და აშშ-ის ელჩს შორის, ელჩის თხოვნით შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

როგორც რუხაძე აცხადებს, შეხვედრა არაფერს ცვლის და ბიძინა ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, “ეს დეგნანმაც იცის და მისმა 7 წლის ბავშვმაც”:

“მე მგონია, რომ შეხვედრა არაფერს ცვლის, ბიძინა ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, ეს ქალბატონმა დეგნანმაც იცის და ჩემი 7 წლის ბავშვმაც. ივანიშვილის სტილია, ჩვეულებრივი ვირეშმაკობა, ეუბნება: თავი დამანებეთ და მეც გავჩერდები.

ამ წერილით ივანიშვილმა გამოაცხადა შანტაჟის დასრულების „ფასი“, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ დამთავრდება. ამ სპექტაკლმა უკვე ძალიან სერიოზულად აზარალა საქართველოს ინტერესები, იმავე ნიშნულზე ურთიერთობა ვერანაირად ვეღარ მივა, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიჭი გახდა თუ არა. იმაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და იმ სამეულმა გააკეთა პასუხს მოგვთხოვს შეერთებული შტატებიც და დასავლეთიც. ჯამური შინაარსი ამ წერილისა არის უკან დახევის ფონი, თუმცა რაღაცის ფასად”, – განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა მართლაც შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები