ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები იყვნენ მობილიზებულები. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით, სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.