მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ბოლო მონაცემებით დაჭრილია რვა ადამიანი. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ქალაქის პოლიციის უფროსის, უილიამ ბლერ ანდერსონის თქმით, თავდამსხმელმა, სულ მცირე, ერთ დაშავებულს ჰკითხა მუსლიმი იყო თუ არა, თავდასხმის დროს კი ალაჰის სახელი ახსენა. ანდერსონის განმარტებით, მამაკაცს დაცვის კერძო კომპანიის უნიფორმა ეცვა.