LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გადავრჩით“ – ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველის ემოციური პოსტი

174

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, ბაია დავითაია სოციალურ ქსელში იმ აფეთქებას ეხმაურება, რომელიც ამ ქალაქში ორი დღის წინ მოხდა. მედიის ინფორმაციით, ეს აფეთქება შეფასდა, როგორც ტერორისტული აქტი. ბაია სწორედ იმ ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც ტერაქტი მოხდა და იმ ღამესვე წერდა, რომ ბედად, უკვე სახლში იყვნენ ასულები, აფეთქების დროს…

მოგვიანებით, ბაიამ „ფეისბუქზე“ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:

„ჩვენ გადავრჩით… ამას ვწერ, რადგან ბევრი თქვენგანი ნერვიულობს, რისთვისაც დიდი მადლობა. ახლა კი რა მოხდა გუშინ: აფეთქება იყო მანჰეტენზე 23-ე ქუჩაზე, ჩემს სახლიდან, მეორე ბლოკში. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა. ვერტმფრენები რომ დავინახე და ესემესი მოვიდა, ქუჩაში არ გახვიდეთო, მერე დავაკავშირე ერთმანეთს.

მოგვიანებით, მეორე მოწყობილობა იპოვეს, სანამ აფეთქდებოდა, იქვე, 27-ზე. ძალიან რთულია, დაწერო რამე, როცა ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g